ირანის ტერორისტმა ტირანებმა საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, თეირანში მყოფ ტირანებს სრულ ფასს გადავახდევინებთ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სოროკას საავადმყოფოზე ირანის იერიშს ეხმაურება.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

მისი თქმით, თეირანში მყოფ ტირანებს ისრაელი სრულ ფასს გადაახდევინებს.

„დღეს დილით, ირანის ტერორისტმა ტირანებმა ბეერშებაში მდებარე სოროკას საავადმყოფოზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. სრულ ფასს გადავახდევინებთ თეირანში მყოფ ტირანებს“, – წერს ბენიამინ ნეთანიაჰუ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა. თავდასხმის შედეგად 65 ადამიანი დაშავდა.