„ჰეზბოლა“ ისრაელსა და აშშ-ს აფრთხილებს: აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება

„ჰეზბოლა“ ისრაელსა და აშშ-ს აფრთხილებს, რომ ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას კატასტროფული შედეგები მოჰყვება.

აიათოლა ალი ხამენეიმი

დაჯგუფება მხარდაჭერას უცხადებს ხამენეის და აცხადებს, რომ „ლიკვიდაციის მუქარები სულელური და უგუნურია“.

„ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება. უბრალოდ მათი გაჟღერებაც კი ასობით მილიონი მორწმუნის შეურაცხყოფაა და მათი, ვინც დაკავშირებულია ისლამთან. დღეს ჩვენ კიდევ უფრო მტკიცე და გაერთიანებული ვართ მის გარშემო“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ „ჰეზბოლა“ არ ჩართულა ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში 13 ივნისს ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ. თუმცა, ლიბანურმა დაჯგუფებამ დაგმო ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმები.