ვატო შაქარიშვილი: აშშ-ში თუ ვინმე თავს დაესხმება პოლიციელს, მოკლავენ და ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის და კონგრესის შეშფოთებებს

აშშ-ში თუ ვინმე გაბედავს და ხელით შეეხება, ან თავს დაესხმება პოლიციელს, მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ ძაღლებს, დააკბენინებენ, მოკლავენ და შემდეგ ახლობლებს შეატყობინებენ სად მიაკითხონ მათ გვამებს. რატომღაც ვერ ვხედავთ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს, – განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

„აშშ-ში კანონდამრღვევებს და პოლიციელებზე თავდამსხმელებს პოლიცია დაჰპირდა და უსრულებს ხშირ შემთხვევაში, რომ თუ ვინმე გაბედავს და ხელით შეეხება, ან თავს დაესხმება პოლიციელს. ასეთია ამერიკული პოლიციის დამოკიდებულება კანონდამრღვევების წინააღმდეგ. რატომღაც ვერ ვხედავთ ჩვენ ევროკავშირის რეზოლუციებს, კონგრესის და სენატის შეშფოთებებს, რომლებსაც მთავარ საზრუნავად ამ ომების და არეულობის ფონზე თაღლითი ბაჩიაშვილი ექცათ. სენატსა და კონგრესში თაღლით ბაჩიაშვილს უფრო დიდ დროს უთმობენ, ვიდრე უკრაინის, ისრაელ-ირანის კონფლიქტს, ან კატასტროფის დონის ვითარებას, რაც მთელს მსოფლიოშია“, – აღნიშნა შაქარიშვილმა.