„დამთავრდა „ამერიკის ხმის” 80-წლიანი მაუწყებლობა“ – რა ინფორმაციას ავრცელებს voa-ს ქართული რედაქციის ხელმძღვანელი?

„ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე საგანგებო მიმართვას ავრცელეებს:

„ეპოქა დასრულდა, დამთავრდა “ამერიკის ხმის” 80-წლიანი მაუწყებლობა, მილიონებს შეუწყდა ეს ხმა მთელს მსოფლიოში, დაგვაკლდება გამალებული ზრუნვა ქართული აუდიტორიისთვის და დავაკლდებით მასაც.

წიგნი დაიწერება ჩვენს ღვაწლზე ( ამაზე სხვა დროს).

ძალიან სამწუხაროა და მოულოდნელი ასეთი დასასრული, მაგრამ ცვლილებები ყველგან დიდია, წარმოუდგენელიც კი და საგრძნობი.

მადლობა ყველა გულშემატკივარს” –  წერს „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე სოციალურ ქსელში.