ირანის დედაქალაქი თეირანი დაახლოებით 5 მილიონმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ArbatMedia იუწყება. ომის დაწყებამდე იქ 12 მლნ ადამიანი ცხოვრობდა.
ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ქალაქის ქუჩები პრაქტიკულად ცარიელია და მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი გადაადგილდება. ირანიდან ინფორმაციის მიღება ძალზე გართულებულია, რადგანაც ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია. შესაბამისად, ინფორმაციის ძირითადი წყარო სახელმწიფო მედია და ტელევიზიაა, რომელიც ძალზე ხშირად მოსახლეობას სრულ ინფორმაციას არ აწვდის.
ისრაელის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებაა, ახლაც გრძელდება.