დონალდ ტრამპი საბოლოოდ მოექცა სიონისტური ლობის გავლენის ქვეშ და საკუთარი სპეცსამსახურების აღარ სჯერა.
“ჩემთვის სულ ერთია, რა თქვა ტულსი გაბარდმა!” – გამოცახადა მან გასულ სამშაბათს ჟურნალისტეის წინაშე, როდესაც კომენტარი გააკეთა აშშ ეროვნული სადაზვერვო სპეცსამსახურის (DNI) დირექტორის, ტულსი გაბარდის გაფრთხილებაზე.
კერძოდ, რა თქვა სპეცსამსახურების დირექტორმა ქალმა?
მარტში კონგრესში გამოსვლისას ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ, აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების შეფასებით, ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს, რომ ამ ქვეყნის უზენაეს ლიდერს არ გაუცია 2003 წელს ბირთვული შეიარაღების შეჩერებული პროგრამის განახლების განკარგულება.
ივნისში კი, პლატფორმა X-ზე გაბარდმა თავის ვიდეოში განაცხადა: „დღეს ბირთვული განადგურების ზღვართან უფრო ახლოს ვდგავართ, ვიდრე ოდესმე, პოლიტიკური ელიტები და ომის მომხრეები წინდაუხედავად აღვივებენ შიშს და დაძაბულობას ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს შორის“.
ტრამპმა, ფაქტობრივად, ძალა დაატანა გაბარდს და ამ უკანასკნელმა უკან დაიხია. როდესაც ტრამპმა განაცხადა, რომ “გაბარდი ცდება”, DNI-ის დირექტორმა ყველაფერი მასმედიას დააბრალა, თითქოს ჟურნალისტებმა მისი ნათქვამი “კონტექსტიდან ამოგლიჯეს”.
გაბარდი მალევე დადგა თავისი შეფის გვერდით. ტრამპის განცხადებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მან მხარი დაუჭირა პრეზიდენტის ვერსიას. X-ში დაზვერვის უფროსმა გააკრიტიკა „არაკეთილსინდისიერი მედია“, რომელიც „მის განცხადებებს კონტექსტიდან გლეჯდა და ყალბ ამბებს ავრცელებდა“. მან განაგრძო: „ამერიკას აქვს დაზვერვის მონაცემები, რომ ირანს აქვს ბირთვული იარაღის წარმოების შესაძლებლობა კვირების ან თვეების განმავლობაში […] პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს და მე მას ვეთანხმები“.