თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებული ვიდეო-ჩანაწერები საჯაროვდება. ტვ პირველის გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათმა” გამოაქვეყნა ანონსი, რომლის მიხედვითაც, პროკურატურის მიერ გასულ კვირას ჟურნალისტებისთვის გაზიარებული ჩანაწერების შინაარსი მაყურებლისთვისაც გახდება ცნობილი.
გადაცემის ანონსში თამარ ბაჩალიაშვილის აუდიო-ჩანაწერის ფრაგმენტებია წარმოდგენილი, სადაც საუბრობს ოჯახის წევრებზე და დამსაქმებლებზე.
“გიო მეცოდება ძალიან. წარმოვიდგენ ტყეში უნდა ამოვიდნენ და იქ მნახონ. არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო და მთელი ცხოვრება გავაუბედურო”
“ისიც კი ვიცი, თავი როგორ მოვიკლა, მაგრამ მშობლები მეცოდებიან”
“ნუ იქცევი ისეთ ადამიანად, როგორიც მას უნდა იყო”
“მას უნდა უბრალოდ კარგი კომპანია. მას უნდა კარგი თანამშრომლები, რომლებსაც შემდეგ კარგად აპახავებს”, – ეს ფრაგმენტები ისმის ბაჩალიაშვილის ჩანაწერებიდან გადაცემის ანონსში, რომელიც ტვ “პირველზე” 20:00 საათზე გავა.
წყარო: report.ge