ტერორისტული აქტი დამასკოს მართლმადიდებელ ეკლესიაში

წმ. ილია წინასწარმეტყველის (მარ-ელიასის) მართლმადიდებელ ტაძარში, რომელიც სირიის დედაქალაქ დამასკოს დუვეილას რაიონში მდებარეობს, ტერორისტული აქტი – სროლა და აფეთქება, მოხდა. არის მსხვერპლი.

თვითმკვლელმა ტერორისტმა ტაძარში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა, ტანზე მიმაგრებული ასაფეთქებელი ჟილეტით.

ტერაქტი განზრახ კვირა დღეს დაამთხვიეს, როდესაც ტაძარში ხალხმრავლობა იყო. დაღუპულია, სულ მცირე, 20 ადამიანი, 52 კი დაშავდა.

პასუხისმგებლობა ამ საზარელ დანაშაულზე ე. წ. “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. განსხვავებით ბაშარ ასადის მთავრობისგან, ახლანდელი ნახევრადტერორისტული, ალ-ჯულანის რეჟიმი არაფერს აკეთებს ანტიქრისტიანული ტერორიზმის წინააღმდეგ, თუმცა სიტყვიერად ეს ტერაქტი სირიის ახლანდელმა რეჟიმმა დაგმო.

რეჟიმს მისი მხარდამჭერი საფრანგეთის მთავრობაც აჰყვა და მანაც დაგმო მართლმადიდებლურ ტაძარში განხორციელებული ტერორისტული აქტი.