ისრაელმა დასავლეთ ირანის ქალაქ კერმანშაჰში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ CNN-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელმა, გამთენიისას, თეირანის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დიდ სამხედრო კომპლექს პარჩინზე დარტყმა განახორციელა.
თავის მხრივ, დღეს დილით ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა ირანმაც, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ გაშვებული რაკეტები მოიგერია.