მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა რა ვითარებაა სომხეთ-ირანის საზღვარზე, პრეზიდენტ ერდოგანისა და პრემიერ ფაშინიანის სტამბულში შეხვედრის შედეგებსა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების პერსპექტივებზე, ასევე, რატომ დააკავეს სომხეთში რუსეთიდან ჩასული სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, რის გამოა დაპირისპირება პრემიერ ფაშიანინსა და სომხეთის ეკლესიას შორის, “ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.
– ბატონო სტეპან, მას შემდეგ, რაც აშშ-მ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა, ისედაც არეულ მსოფლიოში ვითარება კიდევ უფრო რთული და ძნელად პროგნოზირებადი გახდა.
რა გავლენას იქონიებს ისრაელ-ირანის ომში აშშ-ს მონაწილეობა ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიო პოლიტიკაზე, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
თუნდაც იმის გამო, რომ ირანი, რომლის ტერიტორია ახლა იბომბება ჩვენგან ახლოსაა, თქვენგან კიდევ უფრო ახლოს, ისრაელ-ირანის ომის თემას გვერდს ვერ ავუვლით.
ბევრი ვარაუდობს, რომ ისრაელსა და ირანს შორის ომის გამო სამხრეთ კავკასიაში ირანიდან დევნილთა ნაკადი მოაწყდება. თქვენი ინფორმაციით, ახლა რა ვითარებაა სომხეთ-ირანის საზღვარზე?
– სომხეთს ირანთან საკმაოდ კარგი ურთიერთობები ჰქონდა და ახლაც აქვს. სომხეთსა და ირანს შორის საზღვარი 45 კილომეტრია. სსრკ-ს დროსაც და სსრკ-ს დაშლის შემდეგაც სომხეთსა და ირანს შორის სავაჭრო ურთიერთობები ყოველთვის იყო. ირანში დესტაბილიზაცია, რა თქმა უნდა, ავტომატურად და პირდაპირ სომხეთზეც აისახება.
ირანიდან სომხეთში ტვირთების მოწოდება გართულებულია. ირანულ საქონელზე ფასი ჯერ არ გაზრდილა, მაგრამ, თუ ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდა, აუცილებლად გაიზრდება.
ისრაელის მიერ ირანის დაბომბვებმა რეგიონში დაძაბულობა გაზარდა. ამ პროცესში აშშ-ს მონაწილეობა რამდენად არაპროგნოზირებადს გახდის ვითარებას, უახლოესი დღეები გვიჩვენებს.
ახლა ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის ირანიდან სომხეთში. ისინი ირანელი დევნილები არ არიან. ისინი არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სხვადსხვა მიზეზთა გამო ირანში იმყოფებოდნენ და ახლა იძულებული არიან დატოვონ ირანი.
რადგან ირანის დატოვება საჰაერო საშუალებებით შეუძლებელია ისინი ირანს სომხეთ-ირანის საზღვრით ტოვებენ. მაშ შორის არიან ინდოელები, ჩინელები, რუსები, ფრანგები, ნიგერიელები.
სომხეთსა და ირანს შორის დამაკავშირებელი გზები გადატვირთულია. ასეთი გადატვირთული ეს გზა ალბათ, არც არასდროს ყოფილა. სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩდნენ.
– ისრაელსა და ირანს შორის ომის ფონზე რა იცით ირანში სომხური დიასპორის მდგომარეობაზე? ომი მათაც ხომ არ შეხებიათ?
– ირანში საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ძლიერი სომხური დიასპორა არსებობს. დღეის მონაცემებით ირანში დაახლოებით 200 ათასი სომეხი ეროვნების ირანის მოქალაქე ცხოვრობს. ირანში სომხური დიასპორა საკმაოდ გავლენიანია. ირანის პარლამენტში ორი მანდატი ეროვნებით სომეხს აქვს.
სომხები მრავლად არიან ირანის მთავრობაშიც და სხვადასხვა დონის სახელისუფლებო ორგანოებში. ისინი ირანულ საზოგადოებაში საკმაოდ კარგად არიან ინტეგრირებული.
დღეის მონაცემებით ირანში დაახლოებით 200 ათასი სომეხი ეროვნების ირანის მოქალაქე ცხოვრობს. ირანში სომხური დიასპორა საკმაოდ გავლენიანია. ირანის პარლამენტში ორი მანდატი ეროვნებით სომეხს აქვს
რა თქმა უნდა, ამ ომის ფონზე ჩვენ გვაწუხებს მათი მდგომარეობა. ბევრი სომეხი ცხოვრობს თეირანში, ისპახანში. სომხურ დიასპორას ირანში აქვს გაზეთები სომხურ ენაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ისინიც და თეირანში სომხური ეკლესიაც საკმაოდ გავლენიანები არიან. საბედნიეროდ, დაბომბვების შედეგად სომხური მოსახლეობა არ დაზარალებულა.
– გასულ კვირას პრეზიდენტ ერდოღანსა და პრემიერ ფაშიანიანს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი და შესაძლოა, ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრა გაიმართა.
ამ შეხვედრის შესახებ ბევრი რამ უკვე ცნობილია, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით ამ შეხვერდას და თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების პერსპექტივას?
– რეგიონალური თანამშრომლობის პოლიტიკას თავისი პოზიტიური მხარეები აქვს. 2010 წელს სერჟ სარკსიანს თავისი პრეზიდენტობისას თურქეთსა და სომხეთს შორის „საფეხბურთო დიპლომატიის“ ფარგლებში ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტს ერდოღანთან. მანამდე ლევონ ტერ პეტროსიანს 1992-1993 წლებში ჰქონდა შეხვედრა პრეზიდენტ დემირელთან.
მაგრამ, თურქეთისა და სომხეთის პირველი პირების ახლანდელი შეხვედრა იმით იყო გამორჩეული და მნიშვნელოვანი რომ ამ შეხვერდაზე პირველად გაკეთდა აქცენტი ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობაზე. რეგიონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით, თურქეთსა და სომხეთს შორის პირველი შეხვედრა სწორედ ერდოღანსა და ფაშინიანს შორის შეხვედრა იყო.
ეს შეხვედრა პრეზიდენტ ერდოღანის ინიციატივით გაიმართა. პრემიერ ფაშინიანს სტამბულში სახელმწიფოთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად დახვდნენ და უმასპინძლეს. ეს საკმაოდ მნიშვბელოვანია. მხარეთა წარმომადგენლებს შორის მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ამ შეხვედრის შედეგებზე დაახლოებით ერთნაირი ინფორმაცია გაავრცელა როგორ თურქულმა, ისე სომხურმა მხარემ. მათში ნათქვამი იყო რომ მხარეებმა ორმხრივ ფორმატში განიხილეს რეგიონალური თანამშრომლობის საკითხები.
სომხურმა მხარემ თურქულს „სამშვიდობო გზაჯვარედინის“ ინიციატივა წარუდგინა. ამ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში თურქულმა მხარემ დაწერა რომ პრეზიდენტმა და პრემიერმა ასევე ისაუბრეს ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე ომზე.
თურქეთისა და სომხეთის პირველი პირების ახლანდელი შეხვედრა იმით იყო გამორჩეული და მნიშვნელოვანი რომ ამ შეხვერდაზე პირველად გაკეთდა აქცენტი ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობაზე. რეგიონალური თანამშრომლობის თვალსაზრისით, თურქეთსა და სომხეთს შორის პირველი შეხვედრა სწორედ ერდოღანსა და ფაშინიანს შორის შეხვედრა იყო
თურქეთის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერის თურქეთში შეხვედრის თავად ფაქტია მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ რომ ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, ქვეყნებს შორის საზღვარი დახურულია.
უნდა ვაღიაროთ, რომ პრეზიდენტი ერდოღანი საკმაოდ დიდი პოლიტიკური ლიდერია. იგი ბევრ მნიშვნელოვან საკითხებშია მედიატორი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც უკრაინა-რუსეთის შორის მოლაპარაკებებში, ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტებში.
ერდოღანის ახლა შეხვედრა ფაშინიანთან იმის ნიშანიცაა, რომ ბოლო სამი წელია სომხეთი ცდილობს მოსკოვისგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოებას. როგორც ჩანს, ასეთ ვითარებაში, ერდოღანმა ჩათვალა რომ სომხეთის პრემიერ ფაშინიანთან შეხვედრას აზრი აქვს. 5-10 წლის წინ რუსეთის გავლენა სომხეთზე იმდენად დიდი იყო, რომ სომხეთის ლიდერთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაზე მხარეებს შორის კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ, მე მიმაჩნია, რომ ერდოღან-ფაშიანიანის შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
– ამ შეხვედრის შესახებ სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ცნობაში საკმაოდ ზუსტად და ხატოვნადაც კია ჩამოყალიბებული თუ რა წინადადებებით იყო ჩასული პრემირი ფაშიანიანი სტამბულში.
სტამბულში ფაშინიანმა განაცხადა – „თურქეთი და სომხეთი ერთმანეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ“. ასევე – „სამშვიდობო გზაჯვარედინი“ არ წარმოადგენს საფრთხეს „თურანის კორიდორისთვის“. თუ წყალი არსებობს, მისით ყველამ ვისარგებლოთ“.
ვერაფერს იტყვი, ეს იმ ტიპის გამონათქვამებია, რომლებიც შეუძლებელია სტამბულში სწორად არ გაეგოთ და შეეფასებინათ. ამ განცხადებების შემდეგ, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით, რომელსაც თურქული მხარე „თურანის კორიდორად“ განიხილავს?
– „სამშვიდობო კორიდორი“ რომ განხორციელდეს, არის გარკვეული წინააღმდეგობები. სომხეთი ამბობს – სომხეთი მზადაა მოგცეთ გზა, რომელიც ნახჩევანს აზერბაიჯანს დააკავშირებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ გზით ავტომატურად ისარგებლებს თურქეთი, აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნები.
მაგრამ, ჩვენ ვამბობთ, – ეს გზა ჩვენია და ჩვენ მას უნდა ვაკონტროლებდეთ. ჩვენ შეგვიძლია ამ გზაზე გამარტივებული წესები დავაწესოთ, რომ მასზე მოძრავ სატრნსპორტო საშუალებებს პრობლემები არ შეექმნათ. ზანგეზურის კორიდორის გადაცემა ჩვენი თვალსახედვით ამ ტერიტორიაზე სომხური სუვერენიტეტის სხვისთვის გადაცემაა. ეს წინადადები გაახმოვანმა პრემიერმა ფაშინიანმა სტამბულში ყოფნისას.
წინააღმდეგობა იმაშია, რომ აზერბაიჯანს უნდა რომ ამ კორიდორში არანაირი კონტროლი არ იყოს, არ არსებიბდეს სასაზღვრო კონტროლი, არც საბაჟო კონტროლი. საქმე კიდევ იმაშია, რომ ამ კორიდორზე სრული კონტროლი უნდა ჰქონდეს რუსეთს. ამიტომაა ფაშინიანი რომ ამბობს, გზა იქნება, მაგრამ ე.წ. კორიდორი არ იქნება.
ამ საკითხებზე შუთანხმებლობა აყოვნებს ზანგეზურის კორიდორის ამოქმედებას.
– რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთსა და სომხეთს შორის დამყარდეს დიპლომატიური ურთიერთობები და ქვეყნებს შორის გაიხსნას საზღვრები?
– ერდოღან-ფაშინიანის ამ შეხვედრისგან არ იყო იმის მოლოდინი რომ თურქეთ-სომხეთს შორის ურთიერთობებში გარღვევა მოხდებოდა. იგულისხმება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება და თურქეთის მხრიდან საზღვრის გახსნა. გულუბრყვილობა იქნებოდა რომ ამ საკითხების გადაჭრის მოლოდინი ახლა გვქონიდა.
თურქეთი ელოდება იმას რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, ამის შემდეგ ანკარა მზად იქნება სომხეთთან მიმართებაში გადადგას ეს ნაბიჯები. თურქეთი სომხეთთან ურთიერთობებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთირეთობებს უკავშირებს. სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან მოაწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ, იმის გამო რომ ახლა აზერბაიჯანის პოზიციები საკმაოდ ძლიერია, ისინი სომხეთისაგან სულ უფრო მეტსა და მეტს მოითხოვს. ხელმოსაწერი შეთანხმების ტექსტი პრაქტიკულად შეთანხმებულია, მაგრამ, ჯერჯერობით აზერბაიჯანი ხელმოწერაზე უარს ამბობს.
თურქეთი სომხეთთან ურთიერთობებს სომხეთ-აზერბაიჯანის ურთირეთობებს უკავშირებს. სომხეთი მზადაა აზერბაიჯანთან მოაწეროს ხელი სამშვიდობო შეთანხმებას, მაგრამ, იმის გამო რომ ახლა აზერბაიჯანის პოზიციები საკმაოდ ძლიერია, ისინი სომხეთისაგან სულ უფრო მეტსა და მეტს მოითხოვს. ხელმოსაწერი შეთანხმების ტექსტი პრაქტიკულად შეთანხმებულია, მაგრამ, ჯერჯერობით აზერბაიჯანი ხელმოწერაზე უარს ამბობს
აზერბაიჯანი სომხეთისაგან კონსტიტუციის პრეამბულიდან ყარაბაღის ამოღებას და ასევე კიდევ სხვა საკითხების მოგვარებას მოითხოვს. კარგია, რომ ამ საკითხებზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ასეთ ფონზე თურქეთი ამბობს, როგორც კი მოეწერება ხელი აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას, აზერბაიჯანი მზად იქნება სომხეთთან უფრო ინტენსიური თანამშრომლობისათვის, ანუ სომხეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა და საზღვრის გახსნისთვის.
ამ საზღვრის სიგრძე 45 კილომეტრია, მაგრამ იგი თურქეთს აკავშირებს ნახჩევანთან, ანუ თურქულ სამყაროსთან.
– როგორც ჩანს, ფაშინიანს სტამბოლში გამოსვლაში შემთხვევით არ უხსენებიან რომ სომხეთი მზადაა ხელი შეუწყოს ანკარის „ტურანულ სამყაროსთან“ ურთიერთობას…
– დიახ. ამაზე ფაშინიანმა სტამბულში კარგად ისაუბრა.
ჩემი აზრით, ამ საკითხში სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებას კარგი და სწორი დამოკიდებულება აქვს. ჩემი აზრით, ამით თურქეთმაც და აზერბაიჯანმაც უნდა ისარგებლონ.
– სომხეთს დეკლარირებული აქვს ევროკავშირისკენ მოძრაობა. ვხედავთ, რომ ევროკავშირ-სომხეთს შორის ურთირეთობები ღრმავდება.
ამ ურთიერთობებით რა ბენეფიტებს იღებს სომხეთი ევროკავშირისაგან?
– იცით, რომ სომხეთის პარლამენტს აქვს მიღებული გადაწყვეტილება დაუახლოვდეს ევროკავშირს. ევროკავშირში გაწევრიანებაზე სომხეთის მთავრობას ჯერ განაცხადი არ გაუკეთებია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სომხეთი ეკონომიკურად დამოკიდებულია იმ სამყაროზე, რომელთანაც ურთიერთობები საუკუნეები ჰქონდა.
ახლა სომხეთის ხელისუფლება ახდენს რუსეთთან თავისი ეკონომიკური კავშირების დივერსიფიცირებას. ეს ეხება ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობას. ცდილობს იმუშაოს სხვადასხვა ანგარიშგასაწევ მოთამაშეებთან.
ახლა სომხეთის ხელისუფლება ახდენს რუსეთთან თავისი ეკონომიკური კავშირების დივერსიფიცირებას. ეს ეხება ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სამხედრო სფეროებში თანამშრომლობას. ცდილობს იმუშაოს სხვადასხვა ანგარიშგასაწევ მოთამაშეებთან
რაც შეეხება იმას, რას იღებს სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობებით?
ევროკავშირი სომხეთში ძალიან ბევრ კონკრეტულ პროექტებს, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში ახორციელებს. გვეხმარებიან მზის ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაში, წყალსაცავების მშენებლობაში. იმისთვის რომ ევროპასთან უვიზო მიმოსვლა გვქონდეს, საჭიროა ბიომეტრული პასპორტების შემოღება, გვეხმარებიან იმაში, რომ სომხეთის საზღვარი სომხეთმა აკონტროლოს.
სწორედ ამის გამო მოითხოვა სომხეთმა რუსეთისაგან ერევნის აეროპორტიდან და სომეთ- ირანის საზღვრიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა. ევროკავშირი აქტიურად გვეხმარება სომხეთის საზღვრების მართვაში. ევროკავშირ-სომხეთს შორის ინტეგრაციული პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ, არც ისეა საქმე, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება.
– დაახლოებით ერთი კვირის წინა სომხეთში ხმაური იყო იმის გამო რომ სომხურ ეკლესიას პრემიერი ფაშინიანი დაუპირისპირდა.
ამას წინ უძღვოდა სომხური ეკლესიის მოწვევით მოსკოვიდან სომხეთში რუსეთის მოქალაქის, მილიარდერისა და ფილანტროპის სამველ კარაპეტიანის ჩამოსვლა, რომელიც დააკავეს.
სომხურ ეკლესიასთან ფაშინიანის ხელისუფლების დაპირისპირების თქვენეული ვერსია როგორია?
– სომხეთში გააქტიურებული არიან პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც რუსეთი აფინანსებს. ასეთი პოლიტიკური ძალები პარლამენტშიც არიან და მათ გინდა არ გინდა, ანგარიში უნდა გაუწიო. პრორუსულად განწყობილი პოლიტიკური ძალები, ექსპერტები და ევრაზიულ კავშირზე აქტიურად მოსაუბრე აუდიტორია სომხეთში არსებობს.
იმის გამო, თუ როგორ ექცევა რუსეთი სომხეთს მათი გავლენა საზოგადოებაზე საკმაოდ დაცემულია. მაგრამ, ისინი საკმაოდ აგრესიულები არიან და პარლამენტში ორი ფრაქციაც ჰყავთ. რუსეთი ახლა ცდილობს ფაშიანიანის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით დაასუსტოს.
მოსკოვს არ მოსწონს ფაშინიანი იმის გამო რომ იგი ხელისუფლებაში რევოლუციურ ტალღაზე მოვიდა, არ მოსწონთ იმის გამო, რომ იგი ევროპასთან და ამერიკასთან აქტიურად თანამშრომლობს. გასაგებია. კრემლს სომხეთში ხელმზღვანლად თავისი მარიონეტი სჭირდება და არა ისეთი ლიდერი, რომელიც სომხეთის ინტერესების დაცვას ცდილობს. რუსეთის მუდმივად ცდილობს იმათ მხარდაჭერას, ვინც სომხეთში პრორუსულ პოზიციებზეა.
მოსკოვს არ მოსწონს ფაშინიანი იმის გამო რომ იგი ხელისუფლებაში რევოლუციურ ტალღაზე მოვიდა, არ მოსწონთ იმის გამო, რომ იგი ევროპასთან და ამერიკასთან აქტიურად თანამშრომლობს. გასაგებია. კრემლს სომხეთში ხელმზღვანლად თავისი მარიონეტი სჭირდება და არა ისეთი ლიდერი, რომელიც სომხეთის ინტერესების დაცვას ცდილობს. რუსეთის მუდმივად ცდილობს იმათ მხარდაჭერას, ვინც სომხეთში პრორუსულ პოზიციებზეა
რუსები ამ მიმართულებით ბევრს კი ცდილობენ, მაგრამ ბევრი არც არაფერი გამოსდით. მე სომხური ეკლესია ძალიან მიყვარს, მაგრამ, უნდა ითქვას ის, რომ ასეთ ვითარებაში სომხური ეკლესიის ცალკეული იერარქები პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართულები აღმოჩდნენ.
სომხეთის კონსტიტუციით საეკლესიო პირების პოლიტიკაში მონაწილეობა აკრძალულია. პრემიერ ფაშინიანის მხრიდან სომხური ეკლესიის კრიტიკის ადრესატები ცალკეულ იერარქები იყვნენ და არა მთლიანად სომხური ეკლესია. საუბარია იმ იერარქებზე, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და პრორუსული დღის წესრიგით მოქმედებას ცდილობენ.
ამ პროცესში ახლა რუსეთმა რუსეთში მცხოვრები მდიდარი სომხების ჩართვა დაიწყეს. მდიდარი სომხები სომხეთში საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებენ, მაგრამ რუსეთი მათ სომხეთში პოლიტიკური აქტიურობისკენ უბიძგებს.
სომხეთის კონსტიტუციით საეკლესიო პირების პოლიტიკაში მონაწილეობა აკრძალულია. პრემიერ ფაშინიანის მხრიდან სომხური ეკლესიის კრიტიკის ადრესატები ცალკეულ იერარქები იყვნენ და არა მთლიანად სომხური ეკლესია. საუბარია იმ იერარქებზე, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფებიან და პრორუსული დღის წესრიგით მოქმედებას ცდილობენ
მათ შორის აღმოჩნდა მილიარდერი სამველ კარაპეტიანი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. თუ მას პოლიტიკაში უნდა მონაწილეობა, ეს მისი უფლებაა და ეს მას შეუძლია აკეთოს იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეცაა. კი ბატონო, აკრიტიკოს რუსეთში პუტინი და ვნახავთ მას რაც მოუვა.
მკაფიოდ იკვეთება რუსეთის სურვილი მოახდინოს სომხეთში ვითარების დესტაბილიზაცია. ბევრი მათგანი ამბობს რომ პატრიოტია, მაგრამ ისინი ღიად ამბობენ, რომ აწუხებთ სომხეთის თურქეთთან და ევროკავშირთან დაახლოება.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი