ირანული მედია: ირანმა ისრაელის წინააღმდეგ ცეცხლი ოფიციალურად შეწყვიტა

ირანმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ოფიციალურად აამოქმედა. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

nk

ცეცხლის შეწყვეტამდე ირანმა ისრაელს რაკეტებით შეუტია. მედიის თანახმად, რაკეტებით შეტევის სულ ოთხი ტალღა იყო.

მანამდე, გვიან ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება.