ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აღარ შეუძლია – ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნა აღარ შეუძლია მას შემდეგ, რაც აშშ-ის დარტყმებმა მისი ინფრასტრუქტურა გაანადგურა.

ჯეი დი ვენსი

„ირანი ძალიან ახლოს იყო იმასთან, რომ ბირთვული იარაღი ჰქონოდა. ახლა ირანს არ შეუძლია ბირთვული იარაღის შექმნა იმ აღჭურვილობით, რაც აქვს, რადგან ჩვენ ის გავანადგურეთ“, – აღნიშნა ვენსმა.

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა შაბათს ღამით ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე საჰაერო იერიში მიიტანა.