ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას უარყოფს

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანს ისრაელის მიმართულებით რაკეტები არ უსვრია.

„როიტერი“ - ირანის ხელისუფლება თეირანში თავდაცვით გვირაბს აშენებს

მანამდე ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცაჰალმა“) გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ირანმა ზავი დაარღვია და ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა. განგაშის სირენები ისრაელის ჩრდილოეთ მხარეს ამოქმედდა.

ცნობისთვის გვიან ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის სრულად შეთანხმებულია, რომ იქნება სრული და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა 12 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც ომი დასრულებულად ჩაითვლება. მოგვიანებით, ირანი და ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას ოფიციალურად დათანხმდნენ