ღაზაში, ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად, შვიდი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში, ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად, შვიდი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ღაზაში, ჯავშანტრანსპორტიორის აფეთქების შედეგად, შვიდი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, ბომბი ჯავშანტრანსპორტიორზე იყო მიმაგრებული.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჯარისკაცები ხან იუნისის რეგიონში იმყოფებოდნენ, როდესაც მათი ჯავშანტრანსპორტიორი აფეთქდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ამასთან, კიდევ ერთი ინციდენტის დროს, ჯარისკაცებს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ორი ჯარისკაცი დაშავდა.