ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვებს შეადარა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმები მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვას შეადარა. ამის შესახებ ტრამპმა ჰააგაში, ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა დარტყმებმა გაანადგურა სამიზნეები და სწრაფად დაასრულა ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი.

„არ მინდა ჰიროსიმას მაგალითის გამოყენება, არ მინდა ნაგასაკის მაგალითის გამოყენება, მაგრამ ეს არსებითად ერთი და იგივე იყო. ჩვენ რომ ბირთვული ობიექტები არ გაგვენადგურებინა, ისინი {ირანი} იბრძოლებდნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, ტრამპმა თქვა, რომ აშშ-მა საჰაერო დარტყმებით ირანის ბირთვული პროგრამა არა რამდენიმე წლით, არამედ ათწლეულებით უკან დახია.