“ბიბი ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს; აშშ-მ გადაარჩინა ისრაელი და ახლა გადაარჩენს ნეთანიაჰუს“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შე­წყვე­ტას ითხოვს.

“ბიბი ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს; აშშ-მ გადაარჩინა ისრაელი და ახლა გადაარჩენს ნეთანიაჰუს“ - დონალდ ტრამპი

„შო­კი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­მაც ახ­ლა­ხან გა­ნი­ცა­და ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი უდი­დე­სი მო­მენ­ტი და რო­მელ­საც ბიბი ნე­თა­ნი­აჰუ ხელ­მძღვა­ნე­ლობს, აგ­რძე­ლებს სა­სა­ცი­ლო „ჯა­დოქ­რებ­ზე ნა­დი­რო­ბას“ მათი დიდი ომის პე­რი­ო­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის წი­ნა­აღ­მდეგ!“ – წერს ტრამ­პი Truth Social-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტში.

  • აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მან და ნე­თა­ნი­აჰუმ „ჯო­ჯო­ხე­თი გა­ი­ა­რეს, ირა­ნის, ის­რა­ე­ლის ძა­ლი­ან მკაცრ და დიდი ხნის მტერ­თან ბრძო­ლა­ში“.

„ნე­ბის­მი­ე­რი სხვა გა­ნიც­დი­და და­ნა­კარ­გებს, სირ­ცხვილს და ქა­ოსს! ბიბი ნე­თა­ნი­აჰუ მე­ო­მა­რი იყო, ისე­თი, რო­გო­რიც შე­საძ­ლოა არც ერთი სხვა მე­ო­მა­რი არ ყო­ფი­ლა ის­რა­ე­ლის ის­ტო­რი­ა­ში. შე­დე­გი იყო ის, რაც არა­ვის ეგო­ნა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, პო­ტენ­ცი­უ­რად ერთ-ერთი უდი­დე­სი და ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის სრუ­ლი გა­ნად­გუ­რე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. ჩვენ ვიბ­რძო­დით ის­რა­ე­ლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის და ის­რა­ე­ლის ის­ტო­რი­ა­ში არა­ვინ არის, ვინც ბიბი ნე­თა­ნი­აჰუ­ზე უფრო მე­ტად ან კომ­პე­ტენ­ტუ­რად იბ­რძო­და“, – წერს ტრამ­პი.

მისი თქმით, ნე­თა­ნი­აჰუს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­უქ­მდეს.

„ჩემ­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ასე­თი ჯა­დოქ­რებ­ზე ნა­დი­რო­ბა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი რამ გას­ცა. ბიბი ნე­თა­ნი­აჰუს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა გა­უქ­მდეს ან შე­წყა­ლე­ბა მი­ე­ცეს დიდ გმირს, რო­მელ­მაც ამ­დე­ნი რამ გა­ა­კე­თა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. სწო­რედ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა გა­და­არ­ჩი­ნა ის­რა­ე­ლი და ახლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გა­და­არ­ჩენს ბიბი ნე­თა­ნი­აჰუს“ – წერს ტრამ­პი.

ცნო­ბის­თვის, 2019 წელს ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს ქრთა­მის აღე­ბა­ში, თაღ­ლი­თო­ბა­სა და ნდო­ბის დარ­ღვე­ვა­ში. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 2020 წელს და­ი­წყო და სის­ხლის სა­მარ­თლის სამ საქ­მეს მო­ი­ცავს. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ე­რი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფს და თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნობს.