“მაკა ბოჭორიშვილი დიდი ‘“მიშისტი“ იყო… უკეთესი “შმოტკა” დასჭირდა და 2020 წელს გადაწყვიტა, რომ “ქოცები” ქვეყანას კი არ ანგრევენ და მის გადარჩენას ცდილობენ“ – სალომე სამადაშვილი

“[მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი] დიდი “მი­შის­ტი“ იყო. “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც“ კარ­გად ლან­ძღავ­და. მაგ­რამ ჰოი სა­ოც­რე­ბავ, აღ­მოჩ­ნდა რომ უკე­თე­სი “შმოტ­კა“ დას­ჭირ­და და 2020 წელს გა­და­წყვი­ტა, რომ “ქო­ცე­ბი“ ქვე­ყა­ნას კი არ ან­გრე­ვენ, მის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ“, – ამის შე­სა­ხებ “ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი­სა და “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტის, გივი მი­ქა­ნა­ძის სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

“მაკა ბოჭორიშვილი დიდი '“მიშისტი“ იყო... უკეთესი "შმოტკა" დასჭირდა და 2020 წელს გადაწყვიტა, რომ "ქოცები" ქვეყანას კი არ ანგრევენ და მის გადარჩენას ცდილობენ“ - სალომე სამადაშვილი

“ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა, ნაც­მოძ­რა­ო­ბის ორი ყო­ფი­ლი აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რის, მათ დროს მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე ბა­ტო­ნი მი­ქა­ნა­ძის და ქალ­ბა­ტო­ნი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის მოს­მე­ნა დღეს, წუ­ლუ­კი­ა­ნის ცირ­კში.

ქალ­ბა­ტო­ნი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი 8 წელი მუ­შა­ობ­და სა­ელ­ჩო­ში ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ქვეშ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა­ტომ გა­მო­ტო­ვა თა­ვის ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან რო­გორ იყო გან­წე­სე­ბუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სა­მუ­შა­ოდ ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის გა­სა­ნე­იტ­რა­ლებ­ლად.

მისი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იყო, ემუ­შა­ვა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტთან ივა­ნიშ­ვი­ლის ლო­ბის­ტე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, დი­დად გულ­მოდ­გი­ნედ ას­რუ­ლებ­და ამ საქ­მეს. სა­ერ­თო­დაც დიდი ‘მი­შის­ტი’ იყო. 2018 წელს, ბრი­უ­სელ­ში მუ­შა­ობ­და ისევ და აქ­ტი­უ­რად ლა­პა­რა­კობ­და, რომ ქვე­ყა­ნა უფსკრუ­ლის­კენ მი­დის, “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც“ კარ­გად ლან­ძღავ­და. მაგ­რამ, ჰოი, სა­ოც­რე­ბავ, აღ­მოჩ­ნდა რომ უკე­თე­სი “შმოტ­კა’ დას­ჭირ­და და 2020 წელს გა­და­წყვი­ტა, რომ “ქო­ცე­ბი” ქვე­ყა­ნას კი არ ან­გრე­ვენ და მის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლო­ბენ.

რა ქნას, სა­გა­რე­ოს ან­გა­რი­შე­ბის გარ­და არა­ფე­რი აქვს წა­კი­თხუ­ლი ცხოვ­რე­ბა­ში, სჯე­რა, რომ სულ ქო­ცე­ბის იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო,” – წერს “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” წევ­რი სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში