“ქართული ოცნების” მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს ჰგავს – მხარს ვუჭერთ ორპარტიული “MEGOBARI აქტის” წინ წაწევას” – სენატორები უიკერი და შაჰინი

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბა აგ­რე­სი­უ­ლად მი­დის ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ის­კენ – მხარს ვუ­ჭერთ ორ­პარ­ტი­უ­ლი “MEGOBARI აქ­ტის” წინ წა­წე­ვას რო­გორც კი სე­ნა­ტის გან­რი­გი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას. ამის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის ჰელ­სინ­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სე­ნა­ტო­რი რო­ჯერ უი­კე­რი (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) და სე­ნა­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ერთ-ერთი ლი­დე­რი, სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) ავ­რცე­ლე­ბენ.

“ქართული ოცნების” მთავრობა აგრესიულად მიდის ძალაუფლების კონსოლიდაციისკენ, რაც ბელარუსში ლუკაშენკოს რეჟიმს ჰგავს - მხარს ვუჭერთ ორპარტიული “MEGOBARI აქტის” წინ წაწევას" - სენატორები უიკერი და შაჰინი

  • გან­ცხა­დე­ბა­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბე­ბი საფრ­თხედ არ უნდა გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს.

ამას­თან, სე­ნა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” მიმ­დი­ნა­რე კვი­რას პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ა­ზე „რეპ­რე­სი­ე­ბი და­აჩ­ქა­რა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით“ – რამ­დე­ნი­მე პრო­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ლი­დე­რის და­პა­ტიმ­რე­ბი­თა და გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­მო­ტა­ნით.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მთავ­რო­ბა აგ­რე­სი­უ­ლად მი­დის ძა­ლა­უფ­ლე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ის­კენ, ანტი-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხმე­ბის გა­ჩუ­მე­ბით, რაც ბე­ლა­რუს­ში ლუ­კა­შენ­კოს რე­ჟიმს ჰგავს. ინ­ფორ­მა­ცი­ის მას­შტა­ბი, რო­მე­ლიც სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მო­ე­თხო­ვე­ბათ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უკა­ნო­ნოა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ფარ­თოც, რომ ნამ­დვი­ლად და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბას გა­მო­იწ­ვევს. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც, რო­გორც გვეს­მის, ოლი­გარქ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ იმარ­თე­ბა, მიზ­ნად ისა­ხავს, ჯგუ­ფე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­მუ­შა­ოს პა­რა­ლი­ზე­ბას, მათ შო­რის “სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფონ­დის”, “ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კვლე­ვის ცენ­ტრის”, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა – სა­ქარ­თვე­ლო­სი”, “სა­ფა­რის”, “მო­მავ­ლის აკა­დე­მი­ის”, “მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დი­სა” და “სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის”.

და­მა­ტე­ბით, “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ” მიმ­დი­ნა­რე კვი­რას პო­ლი­ტი­კურ ოპო­ზი­ცი­ა­ზე რეპ­რე­სი­ე­ბი და­აჩ­ქა­რა პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბით რამ­დე­ნი­მე პრო­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ლი­დე­რის და­ტი­რე­ბი­თა და გა­ნა­ჩე­ნე­ბის გა­მო­ტა­ნით.

მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მთავ­რო­ბე­ბი საფრ­თხედ არ უნდა გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ და­მო­უ­კი­დე­ბელ მე­დი­ას, კრემ­ლის პრო­პა­გან­დას ებ­რძვი­ან, კო­რუფ­ცი­ას ებ­რძვი­ან და მხარს უჭე­რენ ქა­ლებს ან ახალ­გაზ­რდებს. რო­გორც ეს ჯგუ­ფე­ბი და­ი­ცა­ვენ ქარ­თვე­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და წყა­რო­ე­ბის პი­რად ინ­ფორ­მა­ცი­ას მთავ­რო­ბის ჭარ­ბი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის­გან, ჩვენ გა­მო­ვი­ყე­ნებთ ჩვენს ხმებ­სა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბას მათ­თან გვერ­დში და­სად­გო­მად. ამ მხრივ, ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ორ­პარ­ტი­უ­ლი “MEGOBARI აქ­ტის” წინ წა­წე­ვას რო­გორც კი სე­ნა­ტის გან­რი­გი მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას,” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.