ტრამპი CNN-ის ჟურნალისტზე: ნატაშა ბერტრანი CNN-იდან უნდა გააგდონ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ CNN-მა ჟურნალისტი ნატაშა ბერტრანი  „ძაღლივით უნდა გააგდოს“.

დონალდ ტრამპი

„ნატაშა ბერტრანი CNN-იდან უნდა გააგდონ! სამი დღე ვუყურებდი, როგორ ამზადებდა ყალბ ამბებს. ის დაუყოვნებლივ უნდა გაკიცხონ, შემდეგ კი ძაღლივით გააგდონ!

ცდილობდა ჩვენი „პატრიოტი“ პილოტების ცუდად წარმოჩენას, მაშინ როცა სინამდვილეში მათ შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს.

მას არ უნდა მიეცეს უფლება, მუშაობდეს „ფეიკ ნიუს“ CNN-ზე. სწორედ მისნაირი ხალხი ანადგურებს ოდესღაც დიდებული ტელეარხის რეპუტაციას. მისი მიკერძოება აშკარად ნეგატიური იყო, გარდა ამისა, მას არ აქვს ის, რაც საჭიროა კამერის წინ მუშაობისთვის, ახლოსაც კი არ არის. გააგდეთ ნატაშა!“, – წერს ტრამპი.