„მან დედა ეკლესია შეურაცხყო, თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, მაშინ…“ – რას ამბობს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის კათოლიკოსზე?

სომხეთში გრძელდება დაპირისპირება ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და კათოლიკოს გარეგინ II-ს შორის.

„მან დედა ეკლესია შეურაცხყო, თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, მაშინ…“ – რას ამბობს ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის კათოლიკოსზე?

ფაშინიანმა მის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

„რა უფლებით საუბრობს ჯგუფი, რომელმაც დაარღვია ღვთისმოსაობის აღთქმა და უღალატა იესო ქრისტეს, ისაუბროს სამართალზე და სანდოობაზე? ამ ჯგუფს არ აქვს იმის უფლება, რომ დედა საყდრის სახელით ისაუბროს. ვინც დედა ეკლესია შეურაცხყო, ტახტი უნდა დატოვოს. თუ ის ნებაყოფლობით არ წავა, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყსო მას ქრისტიანული წესით გაიყვანს“ – წერს ის.

აღნიშნული დაპირისპირების დეტალები იხილეთ ბმულზე