საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის პოლიციის მიერ „სიძულვილის ენის“ გავრცელებაში და პოლიტიკოსების შეურაცხყოფაში ეჭვმიტანილი 170-ზე მეტი პირის სახლის ჩხრეკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ამგვარი რამ საქართველოს ხელისუფლებას თავში აზრადაც არ მოსვლია და მაინც აკრიტიკებენ.
„არ დამიჭერენ ჩემი თანაპარტიელები მხარს, თორემ, მინდოდა რეზოლუციის პროექტი დამეინიციირებინა გერმანიაში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით. ამდაგვარი რამ, თავში აზრადაც არ მოგვსვლია და გვაკრიტიკებენ და იქ წარმოიდგინეთ, რა ხდება.
უბრალოდ, ინტერნეტსივრცეში გამოთქმული აზრის გამო, 170-ზე მეტ სახლში ჩატარდა ჩხრეკა. წარმოგიდგენიათ, ამის მეასედი რომ გავაკეთოთ საქართველოში, რა ამბავს ატეხენ?!“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.