რამდენიმე დღის წინ, შერემეტიევოს აეროპორტის ბარგის მიღების ზონაში, 31 წლის ბელორუსის მოქალაქე ვლადიმირი, რომელიც კაიროდან ჩავიდა, მოულოდნელად თავს დაესხა იქვე მდგომ ორი წლის ბიჭს. დამნაშავე ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მან ბავშვი ხელში აიყვანა და საოცარი ძალით იატაკზე დაანარცხა. ბავშვმა დარტყმისგან მყისიერად დაკარგა გონება.
საავადმყოფოში ექიმებმა მას თავის ტვინის მძიმე დაზიანებები დაუდგინეს, მათ შორის – პარიეტალური და კეფის ძვლების ღია მოტეხილობა, ასევე თავის ქალას ფუძის სახიფათო მოტეხილობა. თავდამსხმელს ბრალი წაუყენეს.
შერემეტიევოს აეროპორტში აგრესიული მგზავრის ქმედებების შედეგად დაშავებული ბიჭის მამამ, მოჰამედ შაჰიმ მოჰამედ აფზალმა, მისი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მამაკაცის თქმით, ბავშვს შეუძლია ხელებისა და ფეხების მოძრაობა, მაგრამ თვალები დახუჭული რჩება. ჯერ პროგნოზები არ არსებობს, აღდგენას დრო დასჭირდება.
„ჯერ არაფერი შეცვლილა. ექიმს ერთი საათის წინ ვესაუბრე. <…> მხოლოდ ლოდინი რჩება. მითხრეს, რომ მედიკამენტები შეუცვალეს და შეხედავენ, რა მოხდება. <…> ხელებსა და ფეხებს ამოძრავებს, მაგრამ თვალებს არ ახელს“, – თქვა მან.
ბელორუსის მოქალაქე, რომელმაც შერემეტიევოში ბავშვი იატაკზე დააგდო, სასამართლოში უკიდურესად შეუფერებლად იქცეოდა, იუწყება Life.ru-ს კორესპონდენტი სასამართლო დარბაზიდან. დაცვის მხარემ ჟურნალისტებს მოუწოდა, არ დაესვათ რთული კითხვები და განაცხადა, რომ მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაკავებიდან თითქმის ერთი დღე იყო გასული.
ბრალდებულმა ბიჭს ჯანმრთელობა უსურვა, თუმცა შემდეგ უარი თქვა დანაშაულის აღიარებაზე და მოითხოვა, რომ დახვრიტონ ისინი, ვინც „ამის გაკეთება დაავალეს“. ვლადიმერმა თავისთვის ნაკლებად მკაცრი სასჯელი აირჩია: სასჯელაღსრულების კოლონიაში მუშაობა.„ყველა დაპატიმრებულია. ამის ჩამდენებს დახვრეტენ. მე? არა, ციხეში გამგზავნიან სამუშაოდ. „კონტროლის ქვეშ, პატიმრობის ქვეშ“, – აღნიშნა ვლადიმერმა.