ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმებმა ფართო და სერიოზული ზიანი გამოიწვია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულმა დარტყმებმა ფართო და სერიოზული გამოიწვია. აღნიშნულის შესახებ CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

„უნდა ვთქვა, რომ ზიანი ფართომასშტაბიანი და სერიოზულია, მაგრამ უნდა მოვიდნენ თუ არა „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ ინსპექტორები და უნდა იყვნენ თუ არა სრულად ინფორმირებულები, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის კანონის შესაბამისად უნდა იქნეს მიღებული. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება ეროვნული უშიშროების უზენაესმა საბჭომ უნდა მიიღოს“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთან, როგორც არაღჩიმ აღნიშნა, თეირანს არ აქვს გეგმები შეერთებულ შტატებთან ბირთვული მოლაპარაკებების განახლების შესახებ.

„არანაირი შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია მოლაპარაკებების განახლების შესახებ. არც რაიმე დაპირება არის გაცემული, არც რაიმეს განხილვა მომხდარა ამ საკითხზე“, – განაცხადა არაღჩიმ.