ვიქტორ ორბანი – უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შევაჩერეთ

VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შევაჩერეთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო კონსულტაცია VOKS 2025-ში 2 მილიონზე მეტმა ხმამ უნგრეთის მთავრობას დემოკრატიული მანდატი მიანიჭა, წინააღმდეგობა გაუწიოს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები წევრ სახელმწიფოებს შორის მხოლოდ ერთხმად შეიძლება გაგრძელდეს.

„ჩვენ არ დავთანხმდით. თუ ომში მყოფ ქვეყანას მივიღებთ, რუსეთთან ომში ჩაგვითრევენ”, – აღნიშნა ორბანმა.

შეგახსენებთ, ხუთშაბათს უნგრეთის მთავრობამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ჩატარებული საჯარო კონსულტაციის საბოლოო შედეგები გამოაცხადა, რომლის თანახმადაც, ამომრჩეველთა 95%-მა ხმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ მისცა.