სომხეთის უსაფრთხოების სამსახური ეჩმიაძინში “სპეციალურ ოპერაციას“ ატარებს.
სომხური მედია წერს, რომ ისინი სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღვრის, მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაპაჰიანის დასაკავებლად მივიდნენ, რომელიც საკათედრო ტაძარში სასულიერო პირების შეხვედრაზე დასასწრებად იმყოფება.
- ეპარქიის შენობასთან სამართალდამცველებმა წაიკითხეს საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლის გადაწყვეტილება მთავარეპისკოპოს მიქაელ აჯაფაჰიანის დაკავების შესახებ. მას სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდება ედება ბრალად.
ტაძართან შეკრებილ მრევლს მიმართა პატრიარქმა გარეგინ II-მ და განაცხადა, რომ აჯაპაჰიანი, რომელიც მის გვერდით იმყოფება, სამართალდამცავებს ჩაბარდება.
შეგახსენებთ, რომ 25 ივნისს, სომხეთში დააკავეს არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, ანტისამთავრობო მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ ხელმძღვანელი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყანაში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა აღკვეთეს.