ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს და ბარიკადები მოაწყვეს. დედაქალაქთან ერთად საპროტესტო აქციები იმართება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.
დემონსტრანტები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის გადადგომას ითხოვენ და ღამით 80-მდე მოქალაქის დაკავებას აპროტესტებენ.
ორი დღის წინ გამართულ დემონსტრაციაზე სერბეთში 70 ადამიანი დაშავდა, აქედან 48 სამართალდამცველია.