უკრაინელებმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს დონეცკსა და ყირიმზე.
ორივე რეგიონის მიმართულებით გაუშვეს „სტორმ შედოუს“ ფრთოსანი რაკეტების ჯგუფი. გავრცელებული ცნობით, დაიბომბა სამხედრო ობიექტები. მათ შორის რუსეთის მე-8 გვარდიული საერთო საჯარისო არმიის სამეთაურო შტაბი, იასინოვატოის სარკინიგზო კვანძი და მეტალურგიული ქარხანა.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ახალი ინვესტიციების შესახებ საუბარს გეგმავს, პრიორიტეტი კი უპილოტო საფრენი აპარატების გამანადგურებლები იქნება.