ფრიდრიხ მერცი: Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გაგზავნა იყო და რჩება ერთადერთ ვარიანტად

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების უკრაინისთვის გაგზავნა იყო და რჩება ერთადერთ ვარიანტად.

ფრიდრიხ მერცი

ამასთან ერთად, როგორც მერცმა განმარტა, Taurus-ის რაკეტებთან მუშაობა უკიდურესად რთულია, ამიტომ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების წვრთნას, მინიმუმ ექვსი თვე დასჭირდება. მისი თქმით, ეს სამუშაო ჯერ არ დაწყებულა.

„ჩვენთვის პრობლემა ის არის, რომ ეს სისტემა უკიდურესად რთულია. ჯარისკაცებს მასზე მომზადებისთვის მინიმუმ ექვსი თვე სჭირდებათ. წვრთნიან მათ უკვე? ჩვენ ჯერ ამაზე არ შევთანხმებულვართ. ამაზე ზელენსკისთან ვისაუბრე, კოალიციაშიც განვიხილე. ჯერ არ დაგვიწყია. ეს არის და რჩება ვარიანტად“, – თქვა მერცმა.