ჩერგოლეიშვილი არ არის გამონაკლისი ვინც აღიარებს, რომ აჯანყებაც უნდა მოხდეს, რევოლუციაც უნდა მოხდეს, ყველაფერი უნდა მოხდეს ოღონდ ეს რადიკალების მცირე ჯგუფი როგორმე მოვიდეს ხელისუფლებაში, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„მათი პატრონები ასევე აღიარებენ იმას, რომ საქართველოში არ აწყობთ ეროვნული ხელისუფლება. აღიარებითი ჩვენებების კასკადია. ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რაც ჩერგოლეიშვილმა თქვა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილი აღიარებს, რომ ხშირ შემთხვევაში ექსტრემიზმი ცუდი არ არის.