ვინ არიან აზერბაიჯანში დაკავებული რუსები (ფოტოები) ვრცელდება ფოტომასალა სასამართლო დარბაზიდან: “მათ ცემისა და წამების კვალი აღენიშნებათ”

ბოლო დღე­ებ­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი და რუ­სუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა ბა­ქო­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი, რო­მელ­საც თან ახ­ლავს სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და შე­საძ­ლო ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი.

სა­უ­ბა­რია რუ­სე­თის რვა მო­ქა­ლა­ქე­ზე, რომ­ლე­ბიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დე­და­ქა­ლაქ­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის უკა­ნო­ნო ბრუნ­ვი­სა და კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ თავ­და­პირ­ვე­ლად Telegram-ის სხვა­დას­ხვა არ­ხით გავ­რცელ­და. კერ­ძოდ, “rusvesnasu”-ს ცნო­ბით, რუსი IT სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და RT-ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სას­ტი­კად სცე­მეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ­მა სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა პი­რებ­მა.

წყა­როს თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ნა­ცე­მე­ბი და ნა­წა­მე­ბი იყ­ვნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “სპეც­რაზ­მე­ლე­ბის­თვის” წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვი­ათ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ისი­ნი არი­ან, რომ­ლე­ბიც 2022 წელს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის ში­შით გა­იქ­ცა ქვეყ­ნი­დან.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლებს ძი­რი­თა­დად ირა­ნი­დან მომ­დი­ნა­რე ნარ­კო­ტი­კე­ბის ტრან­ზიტ­სა და კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლებ­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. სა­ბა­ი­ლის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უკვე მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყვე­ლა ბრალ­დე­ბუ­ლის ოთხთვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ. “რია ნო­ვოს­ტის” ცნო­ბით, სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ასევე დაგაინტერესებთ
19:01 / 01-07-2025

“აზერბაიჯანი აღარ აპირებს რუსეთის კაპრიზების მოთმენას“ – სიკვდილი დაკავებისას და ეფ-ეს-ბეს აგენტები: როგორ უკავშირდება ბაქოსა და მოსკოვს შორის კონფლიქტი გეოპოლიტიკას?

სა­ვა­რა­უ­დო ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი და ფო­ტო­მა­სა­ლა

Telegram-ის არხზე “milinfolive” გა­მოქ­ვეყ­ნდა ბა­ქოს სა­ბა­ი­ლის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კა­ვე­ბულ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ასა­ხავს. ამ ფო­ტო­ებ­ზე აშ­კა­რად ჩანს ცე­მის კვა­ლი, რაც ადას­ტუ­რებს ადრე გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­საძ­ლო ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ.