პესკოვი: უკრაინას რაც უფრო ნაკლები იარაღი მიეწოდება, მით უფრო ახლოს არის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული

უკრაინისთვის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდების შემცირება ან შეწყვეტა აახლოებს კონფლიქტის დასასრულს, – ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ვაშინგტონის მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

„რამდენადაც გვესმის, ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ცარიელი საწყობები. საწყობებში ამ შეიარაღების ნაკლებობა. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები იარაღი მიეწოდება უკრაინას, მით უფრო ახლოვდება სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასასრული“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.