პარტია “ფედერალისტების” ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადება, სადაც ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ ექსტრემიზმი ყოველთვის ცუდი არ არის, პოლიტიკური შეფასებების თემაა.
“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ “რეჟიმი უნდა დაიმხოს”, ხოლო მშვიდობიანი რევოლუცია საქართველოს მოქალაქეების უფლებაა.
“ახლა საერთოდ არ არის ენის მოჩლექის დრო, ახლა არის ბრძოლის, სიმტკიცისა და უდრეკობის დრო, ჩვენ ამას ვამბობდით, ჯერ კიდევ, 2013 წლიდან. რეჟიმი უნდა დაიმხოს – ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა იყოს და ვერავინ ვერასოდეს ვერ დამაკომპლექსებს ამაში ვერც მე და ვერც “ნაციონალურ მოძრაობას”. მშვიდობიანი რევოლუცია არის საქართველოს მოქალაქეების უფლება. როგორც ხდება მშვიდობიანი რევოლუციები – ძალიან ბევრი ხალხი ქუჩაში და არ დაშლა, მილიონი დარბევის შემდეგაც მანამ, სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოვშლით,” – აცხადებს ანა წითლიძე.