აზერბაიჯანის არმია წარმატებულად ატარებს კონტრშეტევით ოპერაციას ყარაბაღში დაპირისპირების ხაზზე. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„აზერბაიჯანის არმია წარმატებულ კონტრტერშეტევით ოპერაციას ახორციელებს. ამ ოპერაციის შედეგად, მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას მიადგა ზარალი, ასევე გათავისუფლებულია მთელი რიგი დასახლებული პუნქტები“ , – განაცხადა ალიევმა.
ის დარწმუნებულია, რომ კონტრშეტევითი ოპერაცია დაასრულებს აზერბაიჯანული ტერიტორიების ოკუპაციას.
“აიპიენი”