აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ვიეტნამთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია. შესაბამისი განცხადება ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა.
„ჩემთვის დიდი პატივია, გაცნობოთ, რომ ვიეტნამის კომუნისტური პარტიის უაღრესად პატივცემულ გენერალურ მდივან ტო ლამთან საუბრის შემდეგ ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკასთან სავაჭრო შეთანხმებას მივაღწიე. ეს ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პერსპექტივა იქნება. პირობების თანახმად, ვიეტნამი შეერთებულ შტატებს ჩვენს ტერიტორიაზე გამოგზავნილ ნებისმიერ საქონელზე 20%-იან ტარიფს გადაუხდის და ნებისმიერ გადაზიდვაზე 40%-იან ტარიფს.
სანაცვლოდ, ვიეტნამი გააკეთებს იმას, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია, მისცემს ამერიკის შეერთებულ შტატებს სრულ წვდომას მათ სავაჭრო ბაზრებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი „გახსნიან თავიანთ ბაზარს შეერთებული შტატებისთვის“, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენი პროდუქციის ვიეტნამში გაყიდვას ნულოვანი ტარიფით. ჩემი აზრით, ჯიპი ან, როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ, დიდი ძრავის მქონე ავტომობილი, რომელიც ასე კარგად სარგებლობს შეერთებულ შტატებში, ვიეტნამში სხვადასხვა პროდუქციის ხაზის შესანიშნავი დამატება იქნება. გენერალურ მდივან ტო ლამთან ურთიერთობა, რაც მე პირადად გავაკეთე, დიდი სიამოვნება იყო. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“, – წერს ტრამპი.