ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციამ 150-კაციან პარლამენტში 61 მანდატი მიიღო, ანუ 40%-ზე მეტი, როდესაც არ იყენებ ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატს, შენ უგულებელყოფ შენს ამომრჩეველს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოს გენერალური მდივნის ფერიდუნ სინირლიოღლუს მიერ პორტუგალიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ ღონისძიებაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, არჩევნების შედეგები, გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, ასახავდა ამომრჩეველთა ნებას, ოპოზიცია კი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს, რითაც უსამართლოდ ეპყრობი იმ ხალხს, რომელმაც ის აირჩია.

დეპუტატი

ქადაგიშვილი იზიარებს ეუთოს გენმდივნის განცხადებას და აღნიშნავს, რომ ოპოზიცია თავის ამომრჩეველს უგულებელყოფს.

„არჩევნები შედგა და არჩევნებზე ხალხის ნება იყო სრულად ასახული. ოპოზიციამ 150-კაციან პარლამენტში 61 მანდატი მიიღო, ანუ 40%-ზე მეტი. როდესაც არ იყენებ ხალხის მიერ მონიჭებულ მანდატს, შენ უგულებელყოფ შენს ამომრჩეველს. ეს არის სიმართლე, რომელიც გაჟღერდა. თუმცა იქვე შვეიცარიელმა დელეგატმა აღნიშნა ერთი რამ, რომ მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს არ მოეწონა არჩევნების შედეგები. ჩვენ ვიცით, ვისაც არ მოეწონა, ვინც ჩამოდიოდა აქ და წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.