განგაში საბერძნეთში – უკონტროლო ხანძრის გამო კრეტაზე დასახლებები დაიცალა, მეხანძრეები ცეცხლის კერების ჩაქრობას ვერ ახერხებენ (ფოტო/ვიდეო)

სა­ბერ­ძნეთ­ში, ძლი­ერ ხან­ძრებს ებ­რძვი­ან. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი კერა კუნ­ძულ კრე­ტა­ზე მძვინ­ვა­რებს.

განგაში საბერძნეთში - უკონტროლო ხანძრის გამო კრეტაზე დასახლებები დაიცალა, მეხანძრეები ცეცხლის კერების ჩაქრობას ვერ ახერხებენ (ფოტო/ვიდეო)

ხან­ძა­რი თავ­და­პირ­ვე­ლად აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში იყო, თუმ­ცა, ბო­ფორ­ტის შკა­ლით რვა ბა­ლი­ა­ნი ქა­რის შე­დე­გად გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ცე­ცხლი სწრა­ფად გავ­რცელ­და სამ­ხრე­თის­კენ და საფრ­თხე შე­უქ­მნა სახ­ლებს, ტუ­რის­ტულ სა­ცხოვ­რებ­ლებს და კრი­ტი­კულ ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, მათ შო­რის საწ­ვა­ვის სად­გურს.

სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რე­ბის ცნო­ბით, ხან­ძა­რი ამ­ჟა­მად მი­ნი­მუმ 6 კი­ლო­მეტრზეა გა­და­ჭი­მუ­ლი. მისი ლო­კა­ლი­ზე­ბა კი სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო რთულ­დე­ბა.

ხან­ძრის გამო კუნ­ძუ­ლის სამ­ხრეთ სა­ნა­პი­რო­დან მა­ცხოვ­რებ­ლე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის ევა­კუ­ა­ცია გახ­და სა­ჭი­რო. და­ახ­ლო­ე­ბით ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია 1500 ადა­მი­ა­ნი.

ზო­გი­ერთს სუნ­თქვის გაძ­ნე­ლე­ბის გამო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­და, თუმ­ცა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

  • კრე­ტა­ზე და­სახ­ლე­ბე­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და

00:00 / 00:00

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ კრე­ტას კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­რორ­ტის, ახ­ლი­ას და კი­დევ სამი და­სახ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცი­ის ბრძა­ნე­ბა გას­ცა.

სა­ხან­ძრო სამ­სა­ხურ­მა და სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის სა­ა­გენ­ტომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბით გა­ავ­რცე­ლეს ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი და მო­უ­წო­დეს მა­ცხოვ­რებ­ლებს, არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლიყ­ვნენ სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში.

ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან­ძარს ვერ­ტმფრე­ნე­ბით აქ­რობ­დნენ. ქრო­ბის პრო­ცეს­ში 155 მე­ხან­ძრე, 8 სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­ი­თი ჯგუ­ფი, 38 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 4 ვერ­ტმფრე­ნია ჩარ­თუ­ლი.

„ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა. ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. ამ­ჟა­მად მათ მისი ლო­კა­ლი­ზე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ“, – გა­ნუ­ცხა­და რე­გი­ო­ნის სა­მო­ქა­ლა­ქო თავ­დაც­ვის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნექ­ტა­რი­ოს პა­პა­და­კის­მა Associated Press-ს (AP).

წყა­რო