ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პოლიციელისთვის პიროტექნიკის სროლის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

საქალაქო სასამართლო

მინდაძის ახლობლები დარბაზში შეცვლას ითხოვენ, რადგან მათი თქმით, სხდომის მიმართ ინტერესი დიდია და პროცესზე დასწრების სურვილი აქვთ.

21 წლის გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.

პროკურატურის ინფორმაციით, მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც სამართალდამცველმა ფეხზე დაზიანება მიიღო.