“დღეს საქართველო ებრძვის შიგნიდან მართულ კრემლის რეჟიმს… დაიცავით ქართველი ხალხი!” – ია ფარულავა აშშ-ს მიმართავს

მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­მარ­თავს და 4 ივ­ლისს და­გეგ­მილ აქ­ცი­ა­ზე გას­ვლის­კენ მო­უ­წო­დებს.

"დღეს საქართველო ებრძვის შიგნიდან მართულ კრემლის რეჟიმს... დაიცავით ქართველი ხალხი!" - ია ფარულავა აშშ-ს მიმართავს

მისი თქმით, ახლა ხალ­ხმა ხმა უნდა მი­აწ­ვდი­ნოს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ორს – აშშ-ს და ამის­თვის აქ­ტი­უ­რო­ბაა სა­ჭი­რო.

  • “სა­ქარ­თვე­ლო არ და­ი­ჩო­ქებს! სა­ქარ­თვე­ლო იბ­რძო­ლებს! სა­ქარ­თვე­ლო აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს!

დღეს სა­ქარ­თვე­ლო ებ­რძვის შიგ­ნი­დან მარ­თულ კრემ­ლის რე­ჟიმს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც აწა­მებს, აპა­ტიმ­რებს და ახ­შობს თა­ვი­სუ­ფალ ხმას. ეს ოლი­გარ­ქი­უ­ლი კლა­ნი რო­მე­ლიც მოს­კო­ვი­დან იღებს და­ვა­ლე­ბებს და მოქ­მე­დებს რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სე­ბით.

დღეს დე­მოკ­რა­ტი­ის კი არა – სა­ხელ­მწი­ფოს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბაა საფრ­თხე­ში!

ფულ­მა შიშ­მა თუ ნი­ჰი­ლიზ­მმა გა­ა­ჩუ­მა თით­ქმის ყვე­ლა.

მაგ­რამ ჩვენ არ დავ­დუმ­დე­ბით!

ჩვენ არ და­ვი­ხევთ უკან – იმი­ტომ, რომ ჩვენ არ ვართ მარ­ტო!

უკვე 34 წე­ლია, ამე­რი­კა სა­ქარ­თვე­ლოს გვერ­დში უდ­გას.

და დღეს – ჩვენ ვე­უბ­ნე­ბით ჩვენს მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ მო­კავ­ში­რეს:

და­ი­ცა­ვით თქვე­ნი პარტნი­ო­რი! და­ი­ცა­ვით ქარ­თვე­ლი ხალ­ხი! MEGOBARI Act – უნდა გახ­დეს კა­ნო­ნი!

ეს არის კა­ნო­ნი:

  • თა­ვი­სუფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად
  • სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის­თვის
  • ამე­რი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი პარტნი­ო­რო­ბის­თვის

პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი და ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბი კონ­გრეს­ში მხარს აუ­ცი­ლებ­ლად დაგ­ვი­ჭე­რენ მხო­ლოდ ერთი პი­რო­ბით

მაგ­რამ მათ სჭირ­დე­ბათ ჩვე­ნი ხმა! თქვე­ნი ხმა!

დღეს სა­ქარ­თვე­ლო მი­მარ­თავს თა­ვის ნამ­დვილ მე­გო­ბარს – ამე­რი­კას:

Make Georgia Great Again!

Make Democracy Win Again!

ღმერ­თმა და­ლო­ცოს ამე­რი­კა! ღმერ­თმა და­ლო­ცოს სა­ქარ­თვე­ლო!“ – წერს ფა­რუ­ლა­ვა.