აშშ უკრაინასთან სამხედრო დახმარების კუთხით თანამშრომლობას აგრძელებს, – განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„ჩვენ მათთან [უკრაინასთან] ვთანამშრომლობთ, რათა დავეხმაროთ ამავე დროს ჩვენ ჩვენი. მოთხოვნებიც უნდა დავაკმაყოფილოთ“, – აღნიშნა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. კერძოდ, საუბარია ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო ჭურვების მიწოდების შეჩერებაზე.