“ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს გაუმეორა, რომ რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა სურს“ – დიმიტრი პესკოვი

“რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პთან სა­უბ­რი­სას კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა, რომ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ე.წ. „სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის“ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვით და უმ­ჯო­ბე­სია, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გზე­ბით გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი“, – ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

“ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს გაუმეორა, რომ რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა სურს“ - დიმიტრი პესკოვი

  • „სა­უბ­რის დროს პრე­ზი­დენ­ტმა პუ­ტინ­მა გა­ი­მე­ო­რა, რომ ჩვენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი ვართ იმით, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის მიზ­ნებს მი­ვაღ­წი­ოთ და უმ­ჯო­ბე­სია, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს“, – გა­ნუ­ცხა­და პეს­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტებ­მა, დო­ნალდ ტრამპმა და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა ტე­ლე­ფო­ნით გუ­შინ ისა­უბ­რეს. დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, პუ­ტინ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას ვე­რა­ნა­ირ პროგ­რესს ვერ მი­აღ­წია. „მას­თან სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი არ მქო­ნია. გვქონ­და სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი. ეს საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი იყო. ბევრ რა­მე­ზე ვი­სა­უბ­რეთ, მათ შო­რის ირან­ზე და ასე­ვე, რო­გორც იცით, უკ­რა­ი­ნას­თან ომზე და მე ამით არ ვარ კმა­ყო­ფი­ლი, არ ვარ კმა­ყო­ფი­ლი“, – გა­ნუ­ცხა­და აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებს.