რუსეთი და აზერბაიჯანი უახლოეს პარტნიორებად და მოკავშირეებად უნდა დარჩნენ და ყველა წარმოქმნილი პრობლემა კონსტრუქციულად უნდა მოგვარდეს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
„ჩვენ კვლავ მხარდამჭერები ვართ და მიგვაჩნია, რომ ლოგიკა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს: რომ რუსეთი და აზერბაიჯანი არიან და უნდა დარჩნენ უახლოეს პარტნიორებად, მოკავშირეებად და ქვეყნებად, რომლებსაც საერთო ისტორია, საერთო აწმყო და საერთო მომავალი აერთიანებთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, „ყველა წარმოშობილი პრობლემა აუცილებლად უნდა გადაწყდეს კონსტრუქციული გზით, რომელიც შეესაბამება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ზოგად სულისკვეთებას“.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ ბაქოში საელჩო და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მუდმივ კონტაქტზე არიან აზერბაიჯანულ მხარესთან და იცავენ დაკავებული რუსების ინტერესებს, იყენებენ კანონითა და არსებული დიპლომატიური პრაქტიკით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას“.