კრემლმა ნახა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებები BRICS-ის პოლიტიკის მხარდამჭერი ქვეყნების წინააღმდეგ დამატებითი 10%-იანი სავაჭრო ტარიფების შესაძლო შემოღებაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ჩვენ მართლაც ვნახეთ პრეზიდენტ ტრამპის მსგავსი განცხადებები“, – განაცხადა მან ამ საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემისას.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყნები, რომლებიც მხარს დაუჭერენ BRICS-ის „ანტიამერიკულ პოლიტიკას“, გამონაკლისის გარეშე, დამატებით 10%-იან ტარიფს დაექვემდებარებიან.