საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო უნდა წავიდეს. ემანუელ მაკრონის კომენტარს ფრანგული მედია ავრცელებს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბელარუსის ლიდერი უნდა გადადგეს მას შემდეგ, რაც მისი პრეზიდენტობა ევროკავშირმა ლეგიტიმურად არ აღიარა.
ძალიან საინტერესოა, ალექსანდრე ლუკაშენკოს პასუხი ემანუელ მაკრონის ამ მიმართვაზე: ბელარუსის პრეზიდენტმა შეახსენა მაკრონს, რომ საფრანგეთში უკვე დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს ე.წ. ყვითელი ჟილეტების მასობრივი პროტესტები, მთავრობის სოციალური რეფორმების წინააღმდეგ, ასევე დაიწყო მუსლიმანური მოსახლეობის მღელვარება და გამოსვლები მარსელსა და ლიონში. ამით, მან დიპლომატიურად აგრძნობინა მაკრონს, რომ მას საკუთარი პრობლემებიც საკმაოდ დაუგროვდა და უფრო მართებული იქნებოდა შინაური პრობლემებით დაკავებულიყო!
ლუკაშენკოს თქმით, მაკრონი, მისივე ლოგიკით, აქამდე ორი წლის წინ უნდა გადამდგარიყო.
კონსტანტინე ჩიკვილაძე