ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრის, Pew Research Center-ის მონაცემებით, აშშ-ის იმიჯი შეილახა მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ტრამპი და მისი გარემოცვა მოვიდა. არის გამონაკლისებიც. მაშ, რომელ ქვეყნებში უყურებენ ამერიკას ცუდად და რომლებში – დადებითად?
ყველაზე მეტად, შეერთებული შტატების მიმართ ცუდად განეწყვნენ მექსიკელები და შვედები, ყველაზე კარგად – ებრაელები, ნიგერიელები და თურქები.
შეერთებული შტატებისადმი დამოკიდებულება ცუდისაკენ განსაკუთრებით შემდეგ ქვეყნებში შეიცვალა:
მექსიკა: აშშ-ს დადებითად აფასებს მოსახლეობის 29%, ნაცვლად წინანდელი 61%-ისა;
შვედეთი: 19% (47%-ის ნაცვლად);
პოლონეთი: 55% (77%-ის ნაცვლად);
კანადა: 34% (54%-ის ნაცვლად);
გერმანია: 33% (49%-ის ნაცვლად);
იაპონია: 55% (70%-ის ნაცვლად);
ავსტრალია: 29% (40%-ის ნაცვლად);
საფრანგეთი: 36% (46%-ის ნაცვლად);
იტალია: 47% (56%-ის ნაცვლად);
აშშ-ის იმიჯი განსაკუთრებით გაუმჯობესდა შემდეგ ქვეყნებში:
ისრაელი: 83% (77%-ის ნაცვლად);
ნიგერია: 78% (72%-ის ნაცვლად);
თურქეთი: 25% (18%-ის ნაცვლად).
ყურადღებას იპყრობს გარემოება, რომ ნიგერია უპირატესად მუსლიმებით დასახლებული ქვეყანაა და აშშ-ის იმიჯი იქ სტაბილურად მაღალია, რაც მუსლიმური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ზოგადად არ არის. თურქეთში, მიუხედავად რეიტინგის გაუმჯობესებისა, აშშ-ს დადებითად მოსახლეობის აშკარა უმცირესობა აღიქვამს.
დიდ ბრიტანეთში, ინდოეთში, უნგრეთში, საბერძნეთსა და სამხრეთ აფრიკაში შეერთებული შტატების შეფასება არსებითად არ შეცვლილა. ამ ქვეყნებში ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი აფასებს აშშ-ს დადებითად. რაც შეეხება ისრაელს, ებრაული სახელმწიფო ლიდერია მსოფლიოში ამერიკის პოზიტიურად აღქმაში.
ჩატარებული გამოკითხვების მონაცემები 2025 წლის ივნისის მდგომარეობითაა წარმოდგენილი.