„დაღუპულია, სულ მცირე, 109 ადამიანი, დაკარგულად მიიჩნევა 161…“ – წყალდიდობა ტეხასში

ტეხასის გუბერნატორის, გრეგ ებოტის ცნობით, ტეხასის ერთ-ერთ ოლქში წყალდიდობის შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, 109 ადამიანი, 161 კი დაკარგულად მიიჩნევა.

სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.

გრეგ ებოტის თქმით, საგანგებო სამსახურები ძალისხმევას არ შეწყვეტენ, ვიდრე ყველა დაკარგულს არ იპოვიან. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში დაკარგულთა სია გაიზარდოს.