რუსულმა ძალებმა ქალაქ ლუცკს „კინჟალის“ 4 და 1 ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს

ქალაქ ლუცკის მერის იგორ პოლიშუკის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ ლუცკზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განხორციელდა.

შეტევა ლუცკზე

მისივე ინფორმაციით, რუსული ძალები ქალაქს ათობით დრონითა და რაკეტებით დაესხნენ თავს.

მერის თქმით, ქალაქს თავს დაესხნენ შაჰედის ტიპის დაახლოებით 50 უპილოტო საფრენი აპარატით, „კინჟალის“ რეკეტებით და კიდევ ერთი ფრთოსანი რაკეტით.

რუსების იერიშის დროს ერთი საწარმო დაზიანდა.

„მადლობა მაშველებს. ამ ეტაპზე ყველა ხანძარი ლოკალიზებულია“, – თქვა მერმა.

მანვე დასძინა, რომ რუსების იერიშის შედეგად არ არის მსხვერპლი და არც დაშავებული.

უკრაინული ძალების ინფორმაციით, 9 ივლისის ღამეს რუსებმა უკრაინაზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. უფრო კონკრეტულად კი, რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ 700-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს.