აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.
„ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა მისი შეჩერება,“ – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ გამწვავდა. მხარეები პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
სომხეთმა და აზერბაიჯანმა განვითარებული მოვლენების გამო საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.
“აიპიენი”