“მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა “ლევად“ ჰყავდათ გამოკეტილი და “აკაჩავებდნენ”… წერილი დაუწერეს და აუხსნეს, რომ ეს იქნება მისი გამოსამშვიდებელი ფურცელი“ – გივი თარგამაძე

“თით­ქმის ერთი თვის წინ ვი­ცო­დი, რომ რიჟ­ვა­ძის თავს წის­ქვი­ლის ქვა ტრი­ა­ლებ­და“, – ამის შე­სა­ხებ პო­ლი­ტი­კო­სი გივი თარ­გა­მა­ძე სა­პა­ტიმ­რო­დან გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში წერს, რო­მე­ლიც მის პი­რად „ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

“მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა “ლევად“ ჰყავდათ გამოკეტილი და “აკაჩავებდნენ”... წერილი დაუწერეს და აუხსნეს, რომ ეს იქნება მისი გამოსამშვიდებელი ფურცელი“ - გივი თარგამაძე

  • მისი თქმით, სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცია აქვს, რომ მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი და სა­ვა­რა­უ­დოდ, „საგ­რძნობ­ლად მე­ტიც, რიჟ­ვა­ძის მამა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ჰყავ­დათ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი“.

თარ­გა­მა­ძე აცხა­დებს, რომ აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე სუს-ის ყო­ფილ­მა უფ­როს­მა, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილ­მა გა­და­ი­ბი­რა და „აი, აქ კი მოს­რი­ალ­და“.

  • ასე­ვე ის სა­უბ­რობს რიჟ­ვა­ძის საქ­მე­ში არ­სე­ბულ წე­რილ­ზე, რო­მე­ლიც მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და და აღ­ნიშ­ნავს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, წე­რი­ლი და­უ­წე­რეს და წე­რი­ლი წა­უ­კი­თხეს და აუხ­სნეს, რომ ეს იქ­ნე­ბა მისი გა­მო­სამ­შვი­დე­ბე­ლი ფურ­ცე­ლი.

„სა­ნამ თით­ქმის ორი კვი­რის წინ მე­თორ­მე­ტე­ში შე­მოვ­სახ­ლდე­ბო­დი, კი­დევ ორი კვი­რით ადრე, ანუ აქე­დან თით­ქმის ერთი თვის წინ ვი­ცო­დი, რომ რიჟ­ვა­ძის თავს წის­ქვი­ლის ქვა ტრი­ა­ლებ­და. ამას მე­გობ­რებ­თან გან­ვი­ხი­ლავ­დით.

  • ჩემი სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ით, მთე­ლი ეს პე­რი­ო­დი და სა­ვა­რა­უ­დოდ, საგ­რძნობ­ლად მე­ტიც, რიჟ­ვა­ძის მამა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ჰყავ­დათ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი. ალ­ბათ, უფრო და­ტუ­სა­ღე­ბუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ის ოფი­ცი­ა­ლურ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ან პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ იმ­ყო­ფე­ბო­და. ჟარ­გო­ნით, რომ ვთქვათ, “ლე­ვად“ ჰყავ­დათ გა­მო­კე­ტი­ლი და “აკა­ჩა­ვებ­დნენ”.

აჭა­რის­თვის მთლად ახა­ლი ამ­ბა­ვი არაა – მა­შინ­ვე თენ­გიზ ასა­ნი­ძე გა­მახ­სენ­და, ას­ლა­ნის პი­რა­დი პა­ტი­მა­რი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლურ სა­ტუ­სა­ღო­ში ჰყავ­და გა­მომ­წყვდე­უ­ლი.

იმა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, წნე­ხი იყო იმ­დე­ნად და­უნ­დო­ბე­ლი, რომ ჩემი შე­მო­სახ­ლე­ბის მო­მენ­ტის­თვის, რიჟ­ვა­ძის ახლო ნა­თე­სა­ვე­ბის და ბი­ძაშ­ვილ-მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბის ორი წრე უკვე გაქ­ცე­უ­ლი იყო ქვეყ­ნი­დან.

ანუ, ეგ­ზე­კუ­ცია ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და არც თუ და­ფა­რუ­ლად და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად ღი­ა­დაც, ყვე­ლას რომ და­ე­ნა­ხა და და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა.

ვი­ნა­ი­დან მთა­ვარ აქ­ტორს, რიჟ­ვა­ძეს, არც თავი (თუმ­ცა, ადა­მი­ა­ნურ ენა­ზე სხე­უ­ლის სულ სხვა ნა­წილს მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ხოლ­მე), არც გონი ეყო იმის გა­სა­აზ­რებ­ლად, რომ გაძ­რო­მის ერ­თა­დერ­თი შან­სი ამ­ბის ამ მო­გუ­დუ­ლი სივ­რცი­დან სა­ჯა­რო სივ­რცე­ში გა­მო­ტა­ნა იყო, ეს არც ვინ­მე სხვამ იკის­რა.

ამ­გვა­რად მი­ვი­და ეს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი დას­ჯის ქრო­ნი­კა კვან­ძის ლო­გი­კურ გახ­სნამ­დე. და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბია.

რიჟ­ვა­ძე კა­ლა­ძის მხარ­და­ჭე­რი­ლი კად­რი იყო და­სა­წყის­ში და კო­რუფ­ცი­ის ჩამ­ჯდარ, კლა­სი­კურ კა­ლა­პოტ­ში მოძ­რა­ობ­და. მო­პა­რულ ფულ­საც სწო­რად ანა­წი­ლებ­და და არი­გებ­და სა­ყო­ველ­თაო სიყ­ვა­რულ­თან ერ­თად, ჩვე­ნი „თო­კოს“ ძა­ხილ­თან, ფეხ­ზე ად­გო­მას­თან და ტაშ­თან ერ­თად.

მაგ­რამ, ერთ დღე­საც ის ლი­ლუ­აშ­ვილ­მა გა­და­ი­ბი­რა და აი, აქ კი მოს­რი­ალ­და.

მას ჩა­ბარ­და მის­თვის ჯერ არ­ნა­ხუ­ლი მას­შტა­ბის ფუ­ლის – ქოლ-ცენ­ტრე­ბი­სა და ნარ­კო­ტი­კე­ბის ბრუნ­ვი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბის კონ­ტრო­ლი. ეს იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თან­ხაა, რომ არა­თუ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად სა­შუ­ა­ლო­ზე ქვე­მოთ, ბევ­რად ქვე­მოთ გან­ვი­თა­რე­ბულ თო­კოს, არა­მედ ბევ­რად გან­ვი­თა­რე­ბულ ტიპ­საც და­ა­კარ­გვი­ნებ­და მუხ­რუ­ჭებს. მა­ნაც გა­ა­ჭე­ნა. მა­მა­მაც გა­იხ­სე­ნა წარ­სუ­ლი და ახა­ლი „ნა­ვა­როტ­კე­ბიც“ და­ა­მა­ტა.

აი ამ შუა გა­ჭე­ნე­ბულ­ზე უპს – ლი­ლუ­აშ­ვი­ლი მო­იხ­სნა და მა­შინ­ვე, ამო­სუნ­თქვის­თვის წუ­თის გა­რე­შე, რო­გორც ურო თავ­ში, მო­ვი­და „სპრო­სი“ უკი­დუ­რე­სად და­უნ­დო­ბე­ლი მე­თო­დე­ბით და სრუ­ლი ცა­იტ­ნო­ტის პი­რო­ბებ­ში – „ფული, აი ამ­დე­ნი და ახ­ლა­ვე ან მაგ­რად ინა­ნებ შენც და შენი ახ­ლობ­ლე­ბიც“.

ალ­ბათ რიჟ­ვა­ძეს ძა­ლი­ა­ნაც უნ­დო­და მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის გა­ცე­მა, მაგ­რამ რა­ღაც და­ხარ­ჯა, რა­ღაც სა­დღაც ჩადო, რა­ღაც სა­დღაც გა­ი­ტა­ნა და მუდ­მი­ვად მზარ­დი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი წნე­ხის ფონ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბაც ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა, რათა მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა, რო­გორ მო­ეგ­რო­ვე­ბი­ნა ეს ფული და რა­ღაც მო­მენ­ტში შე­თან­ხმდა თა­ვის თავ­თან, რომ ამას ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და.

არ მგო­ნია, თო­კოს “ნათ­ლია” ჰქონ­დეს ნა­ნა­ხი, უფრო, ჰა-ჰა „ლიცო სა შრა­მამ“, მაგ­რამ მისი ბედი კი ძა­ლი­ან ჰგავს ნათ­ლი­ას პერ­სო­ნა­ჟის, პან­ტან­ჯე­ლოს ბედს. მას აუხ­სნეს, რომ რო­გორც ძველ რომ­ში, იმ­პე­რა­ტო­რის­თვის უკვე მი­უ­ღე­ბელ ტიპს, მი­ე­ცა რამ­დე­ნი­მე დღე სა­გა­რე­ჯო­ში, რომ დრო გა­ა­ტა­როს, ბოლო სურ­ვი­ლე­ბი შე­ის­რუ­ლოს, შემ­დეგ კი და­ტო­ვოს წუ­თი­სო­ფე­ლი, სა­მა­გი­ე­როდ კი იმ­პე­რა­ტო­რი მის ოჯახს არა მხო­ლოდ არ დას­ჯის, ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც მის­ცემს.

ვინ იკის­რა კონ­სე­ლი­ე­რის, ტომ ჰე­ი­გა­ნის როლი, რო­მელ­მაც ეს ყო­ვე­ლი­ვე აუხ­სნა? ახვლე­დი­ან­მა?! რა­ტო­მაც არა, მას არა­ერ­თხელ მო­ურ­გია ეს როლი.

რა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წე­რი­ლი და­უ­წე­რეს, რად­გან მა­სე­თი წყო­ბის წე­რილს რიჟ­ვა­ძე ვერ და­წერ­და და ეს ყვე­ლამ იცის. იმა­შიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ წე­რი­ლი წა­უ­კი­თხეს და აუხ­სნეს, რომ ეს იქ­ნე­ბა მისი გა­მო­სამ­შვი­დე­ბე­ლი ფურ­ცე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა დას­კვნით აქტს – ხელი აუ­კან­კალ­და თუ მა­ინც იფიქ­რა, ცოტა მოღ­რე­ცი­ლად ვის­ვრი, ეგებ გა­დავ­რჩე და მერე ეგებ რა იცი, გა­მოვ­ძვრე კი­დეც; ან იქ­ნებ ვერ გა­ბე­და და სხვამ შე­უს­რუ­ლა, რაც მგო­ნია და მა­გი­ტო­მაც არ აქვს ნას­რო­ლი თავ­ში, ვი­ნა­ი­დან თავ­ში ნას­როლ­ზე თა­ვად ქნა თუ სხვამ, ბევ­რად ად­ვი­ლად ჩანს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა თქმა უნდა, მაგ­რამ მთა­ვა­რი არაა. ასე იყო, თუ ისე, შე­უს­რუ­ლეს. თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნის მუხ­ლი ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ა­ნაც ადეკ­ვა­ტუ­რია. ის ბო­ლოს, რო­გორც მი­ნი­მუმ, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას აღარ წევ­და.

რიჟ­ვა­ძეს, რა თქმა უნდა, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ვუ­სურ­ვებ, მარ­თლა მხე­ცი კი არ ვარ, მაგ­რამ აქ ჩემი ემ­პა­თია იწუ­რე­ბა. ქო­ცებ­ზე სას­ტი­კი მის მი­მართ მა­ინც ვერ ვიქ­ნე­ბი. ისი­ნი ხომ ნამ­დვი­ლი გი­ე­ნე­ბი­ვით არი­ან, რაც არ უნდა თა­ვი­სი­ა­ნი და ახ­ლო­ბე­ლი იყოს, ერთი ფეხი თუ და­უც­და, ეგ­რე­ვე ესე­ვი­ან და გლე­ჯენ ხორ­ცებს”, – წერს თარ­გა­მა­ძე.