ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა კომისიის შექმნას, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის დროს მთავრობის ქმედებები უნდა გამოიძიოს. კომისიის შემადგენლობაში ბუნდესტაგის 14 დეპუტატი და 14 ექსპერტი შევა.
საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიან-სოციალური კავშირის ბლოკმა, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, „მწვანეებმა“ და „მემარცხენე პარტიამ“. ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დეპუტატებმა კი ინიციატივის წინააღმდეგ მისცეს ხმა ან თავი შეიკავეს.