ტრამპი აცხადებს, რომ მომდევნო თვიდან კანადისთვის 35%-იანი ტარიფების დაწესებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე 35%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს.

ტრამპმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის განუცხადა, რომ ახალი ტარიფები 1-ელი აგვისტოდან ამოქმედდებოდა, იმ შემთხვევაში კი, თუ კანადა საპასუხო ზომებს მიიღებს – საექსპორტო ტარიფები კვლავ გაიზრდება.

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი დონალდ ტრამპის მიერ კანადიდან იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ ტარიფებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობა განაგრძობს კანადელი დასაქმებულების და ბიზნესების დაცვას აშშ-თან მოლაპარაკებებში.

„კანადის მთავრობა მტკიცედ იცავს ჩვენს დასაქმებულებს და ბიზნესს. ასეთივე პოლიტიკას განვაგრძობთ პირველი აგვისტოს ვადამდე მუშაობისას. კანადამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ჩრდილოეთ აშშ-ში ფენტანილის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვალდებული ვართ, განვაგრძოთ თანამშრომლობა შეერთებულ შტატებთან ორივე ქვეყნის მოსახლეობის დასაცავად“, – წერს მარკ კარნი.